ბაიერნის მწვრთნელმა, ვინსენ კომპანიმ, ალფონსო დევისის ფორმაზე ისაუბრა.
„გავიგე საუბრები, რომ ალფონსო დევისი არც ისე კარგი იყო წინა სეზონში, თუმცა მე მსგავსი არაფერი არ შემინიშნავს. ის ნამდვილად ტოპ ფეხბურთელია.
მან ასე უნდა გააგრძელოს და პროგრესიც შეუძლია, მისი პოტენციალი მომატებასაც ითვალისწინებს. სწორედ ეს მომწონს მე, როგორც მწვრთნელს." - აღნიშნა ბელგიელმა.
დევისს ბაიერნთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.