რანდალ კოლო-მუანი იანვარში პსჟ-დან შესაძლო წასვლის ინფორმაციას გამოეხმაურა.
ფრანგი ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და ამ სეზონში ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა. თუმცა, ზამთარში წასვლას არ განიხილავს.
„იანვარში წასვლა? არა, ამაზე არც ვფიქრობ.
ვაპირებ, მუშაობა გავაგრძელო და პარი სენ-ჟერმენისთვის გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია." - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.