იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით იუვენტუსის შეთავაზება ტეუნ კოოპმეინერსის თაობაზე კვლავ ძალაშია, რომელიც ტურინელებმა 15 აგვისტოს გააკეთეს.
ბიანკონერი ატალანტას 59 მილიონ ევროს სთავაზობს ნიდერლანდელი მოთამაშის სანაცვლოდ.
ატალანტამ პირველი შეთავაზება, რომელიც 55-მილიონიან პაკეტს შეადგენდა ბონუსების ჩათვლით, უარით გაისტუმრა, უკანასკნელ შეთავაზებაზე ბერგამოელთა პასუხი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.
თავად მოთამაშე კლუბების გადაწყვეტილებას ელოდება.
კოოპმეინერსი ატალანტას 2021 წელს ალკმაარიდან შეუერთდა. მას ნიდერლანდების ნაკრებში 21 მატჩი აქვს ჩატარებული.