პარიზის 2024 წლის პარალიმპიადაზე პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.
ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში (B კატეგორია) 1/4 ფინალურ ეტაპზე პოლონელი იადვიგა პაცეკი 15-9 დაამარცხა. ქართველმა პირველ ეტაპზე ვენესუელელ ხაიმეს როხასს მარტივად 15-2 სძლია.
ხეცურიანი 1/2 ფინალში ჩინელ რონგ შიაოს შეხვდება. 1/4 ფინალშია ნინო თიბილაშვილი (A კატეგორია), რომელიც ჰონგ კონგელ ჩუი იუს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას პარიზის პარალიმპიადაზე 2 მედალი აქვს. ანა ჯაფარიძემ პარატაეკვანდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ბირთვის კვრაში კი პარამძლეოსანი გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონი გახდა.