ნიუკასლ იუნაიტედის ოფიციალური განცხადებით კლუბმა დინამო თბილისიდან ქართველი თავდამსხმელის, ვახტანგ სალიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
17 წლის მოთამაშე კაჭკაჭებს ოფიციალურად მის მე-18 დაბადების დღეზე, 2025 წლის აგვისტოში შეუერთდება, იქამდე კი დინამოში დარჩება.
ვახტანგის პროფესიონალური დებიუტი მის მშობლიურ კლუბში 2023 წლის ნოემბერში შედგა. ის მიმდინარე სეზონში დინამოს მთავარი გუნდის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდა. მან საქართველოს ჩემპიონატში 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
საერთაშორისო დონეზე სალიამ საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა გუნდებში ითამაშა.
"სალიას გაფორმება ტოპ კლუბებს დავასწარით" - ნიუკასლის სპორტული დირექტორი