27 აგვისტოს ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე ორი 1/2 ფინალური შეხვედრა გაიმართება.
18:00 საათზე დავით პეტრიაშვილი არენაზე ვალენსია უოტფორდს დაუპირისპირდება. ესპანურმა გუნდმა ლოკომოტივთან და გალათასარაისთან ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/2 ფინალში პირდაპირ მოხვდა, ინგლისელებმა კი დინამო თბილისთან და იუვენტუსთან ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს და პლეიოფში გავიდნენ, სადაც გალათასარაი 4-1 დაამარცხეს.
დარასელიას თასი 2024 - 1/2 ფინალური წყვილები გაირკვა
მეორე 1/2 ფინალურ მატჩში დინამო თბილისი იუვენტუსს შეხვდება. თამაში 21:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება. ქართულმა გუნდმა ჯგუფში სწორედ ტურინელებსა და უოტფორდს აჯობა და პირდაპირ 1/2 ფინალში აღმოჩნდა, მე-3 ადგილზე გასულმა იტალიელებმა კი პლეიოფში თბილისის ლოკომოტივი 0-3 დაამარცხეს და ფინალისთვის ბრძოლაში ისევ დინამო თბილისს დაუპირისპირდებიან, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე 3-1 წააგეს.
18:00 / ვალენსია - უოტფორდი / დავით პეტრიაშვილი არენა
21:00 / დინამო თბილისი - იუვენტუსი / დინამო არენა
მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების ყურება საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ.
დარასელიას თასი 28 აგვისტოს დასრულდება.
დარასელიას თასის მედია პარტნიორი adjarabetarena.com არის.