• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ფეხბურთიNEW
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

ფეხბურთი

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დარასელიას თასი 2024 - ჯგუფური ეტაპი დასრულდა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

დარასელიას თასი 2024 - ჯგუფური ეტაპი დასრულდა

25 აგვ, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ვიტალი დარასელიას სახელობის თასი 2024-ის მესამე სათამაშო დღეს, სადაც 6 კლუბის 16-წლამდელთა გუნდები იღებენ მონაწილეობას, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა.


დღის პირველ შეხვედრაში საგურამოს ბაზაზე გალათასარაი ვალენსიას დაუპირისპირდა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით 1-4 დასრულდა, ჯგუფური ეტაპის ბოლოს კი B ჯგუფში მდგომარეობა ასეთია.


1. ვალენსია - 6 ქულა

2. ლოკომოტივი - 3 ქულა

3. გალათასარაი - 0 ქულა



ვალენსიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პირდაპირ 1/2 ფინალში გავიდა, ლოკომოტივი და გალათასარაი კი 1/2 ფინალის საგზურის მოპოვებას პლეიოფში შეეცდებიან.


დღის მეორე მატჩში თბილისის ზღვის ბაზაზე ერთმანეთს იუვენტუსი და დინამო თბილისი შეხვდნენ. შეხვედრა ქართული გუნდის გამარჯვებით 1-3 დასრულდა.


ანგარიში მე-3 წუთზე ლუკა ციკოლიამ ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გახსნა. მე-9 წუთზე დინამოს უპირატესობა ორბურთიანი გახდა, როცა ტურინელთა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. პირველი ტაიმის ბოლოს იუვენტუსმა მოახერხა და შესვენებაზე მინიმალური სხვაობით გავიდა და ანგარიში 2-1 გახდა. 44-ე წუთზე შოთიკო დიაკონიძემ გამოიყენა თავისი მომენტი და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. საბოლოოდ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და დინამომ იუვენტუსი 3-1 დაამარცხა.



A ჯგუფში სიტუაცია ასე დალაგდა


1. დინამო თბილისი - 6 ქულა

2. უოტფორდი - 3 ქულა

3. იუვენტუსი - 0 ქულა


თბილისურმა გუნდმა პირდაპირ 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა, უოტფორდი და იუვენტუსი კი პლეიოფში გააგრძელებენ ასპარეზობას.


დარასელიას თასის საპლეიოფო შეხვედრები 26 აგვისტოს გაიმართება.


18:00 / უოტფორდი - გალათასარაი 

21:00 / ლოკომოტივი - იუვენტუსი 


ორივე მატჩი თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება, პირდაპირი ტრანსლაციების ყურება კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ.


უოტფორდსა და გალათასარაის შორის გამარჯვებული 1/2 ფინალში ვალენსიას დაუპირისპირდება, ლოკომოტივსა და იუვენტუსს შორის მოგებული კი - დინამო თბილისს.


ვიტალი დარასელიას თასი 28 აგვისტოს დასრულდება.


დარასელიას თასის მედია პარტნიორი adjarabetarena.com არის.


დარასელიას თასი 2024 - ყველაფერი, რაც ტურნირზე უნდა ვიცოდეთ

თ

თაზო ჩარკვიანი

დარასელიას თასი
დინამო თბილისი
გალათასარაი
იუვენტუსი
ლოკომოტივი
უოტფორდი
ვალენსია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა - უოტფორდმა მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა - უოტფორდმა მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

როგანი: "ილია მსუბუქ წონაში უნდა ავიდეს და მახაჩევს შეხვდეს"

•ოლიმპიადა

ოლიმპიადა

როგანი: "ილია მსუბუქ წონაში უნდა ავიდეს და მახაჩევს შეხვდეს"
•ოლიმპიადა

ოლიმპიადა

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიორენტინა დე ხეას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

•UFC

UFC

ფიორენტინა დე ხეას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
•UFC

UFC

News image

26 ნოე, 2024

ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემა - უოტფორდმა მოიგო

News image

11 თებ, 2025

როგანი: "ილია მსუბუქ წონაში უნდა ავიდეს და მახაჩევს შეხვდეს"

News image

28 ნოე, 2024

კონსეისაო: "იუვენტუსში ძალიან ბედნიერი ვარ"

News image

07 მაი, 2025

ფიორენტინა დე ხეას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება