ვიტალი დარასელიას თასი 2024 ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ საპლეიოფო შეხვედრებით გრძელდება.
დარასელიას თასი 2024 - ჯგუფური ეტაპი დასრულდა
ტურნირის მე-4 სათამაშო დღეს (26 აგვისტო) 2 თამაში გაიმართება.
18:00 / უოტფორდი - გალათასარაი
21:00 / ლოკომოტივი - იუვენტუსი
ორივე მატჩი თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება, პირდაპირი ტრანსლაციების ყურება კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეგიძლიათ.
უოტფორდსა და გალათასარაის შორის გამარჯვებული 1/2 ფინალში ვალენსიას დაუპირისპირდება, ლოკომოტივსა და იუვენტუსს შორის მოგებული კი - დინამო თბილისს.
ვიტალი დარასელიას თასი 28 აგვისტოს დასრულდება.
დარასელიას თასის მედია პარტნიორი adjarabetarena.com არის.
დარასელიას თასი 2024 - ყველაფერი, რაც ტურნირზე უნდა ვიცოდეთ