უეფას ოფიციალური გვერდის მიხედვით ერთა ლიგის მე-6 ტურში ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩზე ბერძენ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს.
მთავარი არბიტრი ანასტასიოს პაპაპეტრუ იქნება, მას ასისტენტობას ტრიფონ პეტროპულოსი და იორდანის აპტოსოგლუ გაუწევენ, მეოთხე მსაჯი ალექსანდროს ცაკალიდისია. VAR-ზე ანგელოს ევანგელუ და ათანასიოს ცილოსი იმუშავებენ.
39 წლის პაპაპეტრუს მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს განსჯილი, მათ შორის 2 უეფას ევროპა ლიგაზე და 5 საბერძნეთის ჩემპიონატში. ჯამში ბერძენმა 10 შეხვედრაში ყვითელი ბარათი 40-ჯერ გამოიყენა, სულ კი 4 პენალტი დანიშნა. მას მოედნიდან ფეხბურთელი არ გაუძევებია.
პაპაპეტრუმ ჩემპიონატის ბოლო ტურში კრეტას ოფისა და კალიტეას მატჩი განსაჯა, რომელშიც ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა.
ბერძენმა არბიტრმა ჩეხეთისა და საქართველოს მატჩებში თითოჯერ იმსაჯა. 2021 წლის მარტში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხეთმა ესტონეთი 2-6 გაანადგურა, პაპაპეტრუს იმ თამაშში ბარათი არ გამოუყენებია.
2018 წლის სექტემბერში კი მან უეფას ერთა ლიგის D დივიზიონში საქართველოსა და ლატვიის შეხვედრა განსაჯა, რომელი დინამო არენაზე გაიმართა. ბერძენმა მოთამაშეებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა და 1 პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა, ეროვნულმა ნაკრებმა კი 1-0 მოიგო.
ჩეხეთისა და საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.
სიტუაცია ბოლო ტურის წინ - ჩეხეთთან მხოლოდ მოგება გვაწყობს