ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, ჯამალ მუსიალას ახალ კონტრაქტზე ისაუბრა.
თავად ფეხბურთელის თქმით, მას ამ თემაზე საფიქრალად მეტი დრო ზამთრის პაუზის დროს ექნება.
„ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მოლაპარაკებები კულისებს მიღმა მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა ,ორივე მხარეს საკუთარი სურვილები გააჩნია. შემადგენლობა მომდევნო რამდენიმე წლით იგეგმება." - აღნიშნა ებერლმა.
მუსიალას ბაიერნთან მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.