სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიელი მებრძოლის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის მწვრთნელის, ჯო ლოპესის აზრით, ილია თოფურიას მეორე ქამრისთვის ბრძოლა არ დაუმსახურებია.
ქართველმა მებრძოლმა მსუბუქ წონაში ასვლის და ჩემპიონ ისლამ მახაჩევთან დაპირისპირების სურვილი არაერთხელ გამოთქვა.
„კარგია, რომ თოფურია მახაჩევის ქამარს უმიზნებს, მაგრამ საამისოდ როგორც მინიმუმ ხუთი ან ექვსი ტიტულის დაცვა უნდა გქონდეს, იქამდე, სანამ მეორეზე დაიწყებ ფიქრს.
ასე უბრალოდ დივიზიონები ყოვნდება. როდესაც საკუთარ წონით კატეგორიას გაასუფთავებ, მაშინ მიიღებ შემდეგ წონაში ასვლის შესაძლებლობას." - აღნიშნა ჯო ლოპესმა.
ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი UFC 298-ზე, სწორედ ვოლკანოვსკის მეორე რაუნდში გათიშვით მოიპოვა და მას შემდეგ, მხოლოდ ერთხელ მოასწრო ქამრის დაცვა - 26 ოქტომბერს მან აბუ-დაბიში მაქს ჰოლოუეი გათიშა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები