ესპანეთის ქალაქ მალაგაში დევისის თასი იმართება, რომელიც რაფა ნადალის კარიერაში ბოლო ტურნირია.
ესპანეთის ნაკრების მეტოქე ნიდერლანდებია. პირველ მატჩში ერთმანეთს ბოტიკ ვან დე ზანდშულპი და რაფა ნადალი შეხვდნენ. თამაში ნიდერლანდელის გამარჯვებით 2 სეტში (6-4, 6-4) დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე ესპანეთის ჰიმნის დროს ლეგენდარული ჩოგბურთელი ემოციური იყო და ცრემლები ვერ შეიკავა, რასაც მაყურებელთა მხრიდან ოვაციები მოყვა.