სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის გამოტოვებული მე-13 ტურის შეხვედრაში ლევანტემ მალაგას უმასპინძლა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც მოედანზე 68 წუთი გაატარა. მატჩი კი უხვგოლიანი გამოდგა.
მე-14 და მე-16 წუთზე გუნდებმა გოლები გაცვალეს, მასპინძელთა მხრიდან თავი ივან რომერომ გამოიჩინა, სტუმრებიდან კი - ლარუბიამ.
33-ე წუთზე რომერომ დუბლი გაიფორმა, საგოლე გადაცემა კი გიორგი ქოჩორაშვილმა მიითვალა.
41-ე წუთზე ანგარიში დანიელ ლორენცომ გაათანაბრა და პირველი ტაიმი 2-2 დასრულდა.
81-ე წუთამდე ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა ლევანტემ თამაშში გარდატეხის შეტანა მაინც მოახერხა. ჯერ კარლოს ესპიმ გაიყვანა წინ ვალენსიელები, 95-ე წუთზე კი ანხელ ალგობიამ დაუსვა მატჩს წერტილი.
ლევანტეს 15 მატჩის შემდეგ 26 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.
ქოჩორაშვილმა მალაგასთან შეხვედრაში Sofascore-სგან 7.2 შეფასება დაიმსახურა. ქართველს ლა ლიგა 2-ის ამ სეზონში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები