ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში ლევანტე ხიხონს ესტუმრა და 0-2 დაამარცხა. თავი გოლით გამოიჩინა გიორგი ქოჩორაშვილმა, რომელმაც შორეული საჯარიმო დარტყმით შეხვედრაში ანგარიში გახსნა.
ქართველი ნახევარმცველის გატანილი ჯარიმა პირველი ტურის 5 საუკეთესო გოლში მოხვდა, გიორგის გოლმა ხუთეულში მე-4 ადგილი დაიკავა.
ასევე ქოჩორაშვილს მთლიანად კარგი თამაშიც დაუფასდა და პირველი ტურის სიმბოლურ თერთმეტეულშიც დაიმსახურა ადგილი.

ლევანტე მეორე ტურში საკუთარ მოედანზე კადისს მიიღებს. მატჩი 24 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.