• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ესპანეთმა დანიაში მოიგო და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
ფეხბურთიფეხბურთი

ესპანეთმა დანიაში მოიგო და ჯგუფის გამარჯვებული გახდა

15 ნოე, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურში, A დივიზიონის მატჩში დანიის ნაკრებმა კოპენჰაგენში ესპანეთი მიიღო.


შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე მიკელ ოიარსაბალმა გახსნა. საგოლე გადაცემა აიოზე პერესმა მიითვალა. ესპანელებმა პირველ ტაიმში 0-1 იმარჯვეს.


58-ე წუთზე გოლი უკვე თავად აიოზე პერესმა გაიტანა, ამჯერად ასისტენტი დანი ოლმო იყო. 84-ე წუთზე გუსტავ ისაქსენის გოლით დანიელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა 1-2 დასრულდა.


ესპანეთის ნაკრებმა დანიაში 3 ქულა მოიპოვა და ჯგუფის პირველი ადგილიც გაინაღდა, შესაბამისად ფურია როხა ერთა ლიგის პლეიოფში ითამაშებს.


ჯგუფის მეორე მატჩი შვეიცარიასა და სერბეთს შორის 1-1 დასრულდა. გოლები მოჰამედ ამდუნიმ და ალექსა ტერციჩმა გაიტანეს.


ბოლო ტურის წინ მეორე ადგილზე დანიაა 7 ქულით, სერბეთი მესამეა 5 ქულით, შვეიცარიას კი 2 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.


მე-6 ტურში ესპანეთი შვეიცარიას მიიღებს, დანია კი სერბეთს ესტუმრება.

თ

თაზო ჩარკვიანი

დანია
დანიის ნაკრები
ერთა ლიგა
ესპანეთის ნაკრები
სერბეთი
შვეიცარია
შვეიცარიის ნაკრები
ესპანეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სანიოლი: "იმედი მაქვს, სომხეთთან მაღალ დონეზე ვითამაშებთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სანიოლი: "იმედი მაქვს, სომხეთთან მაღალ დონეზე ვითამაშებთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - რა ცვლილებებია ათეულში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - რა ცვლილებებია ათეულში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთა ლიგის პლეიოფში ყველაზე დიდი ფავორიტი საქართველოა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ერთა ლიგის პლეიოფში ყველაზე დიდი ფავორიტი საქართველოა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 ნოე, 2024

სანიოლი: "იმედი მაქვს, სომხეთთან მაღალ დონეზე ვითამაშებთ"

News image

29 მაი, 2026

მარესკა ტოტენჰემის მცველით ინტერესდება

News image

28 ნოე, 2024

FIFA-ს განახლებული რეიტინგი - რა ცვლილებებია ათეულში?

News image

22 ნოე, 2024

ერთა ლიგის პლეიოფში ყველაზე დიდი ფავორიტი საქართველოა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება